|
2025-12-11 12:40:22, 1463 ნახვა
პოლიტიკა
ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო კნესეთის წევრები საქართველოში ვეღარ ჩამოვლენ
პოტენციური ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო კნესეთის წევრები საქართველოში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებენ - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა israelnationalnews ავრცელებს. კნესეთის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში 13-14 დეკემბერს იგეგმებოდა. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში დაგეგმილ "ისრაელის კვირეულში". როგორც გამოცემა წერს, კონფერენციის მონაწილე დეპუტატები გააფრთხილეს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, "რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდება". "რადიო თავისუფლების" ქართული რედაქცია წერს, რომ ინფორმაცია დაადასტურა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ. როგორც იციკ მოშე ამბობს, ისრაელის კვირეული თბილისში მაინც ჩატარდება, რომელშიც კნესეთის წევრები, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას. იციკ მოშე გამოცემასთან ამბობს, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც გადაეცა და ის დარწმუნებულია, რომ კონფერენციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)