|
2025-12-03 14:00:11, 8459 ნახვა
სამართალი
სამშენებლო კომპანია "ისანი კომფორტის" დირექტორი და თანამფლობელი 73 მოქალაქის თანხის მითვისებისთვის დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა თან, ერთი პირი დააკავა. საუბარია სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორზე, რომლის დანაშაულებრივმა სქემამ 70-ზე მეტი მოქალაქე დააზარალა. პროკურატურა პირის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით დაკავებული გიორგი გუჯაბიძეა, რომელიც კომპანიის 49.99%-იანი წილის მფლობელია. საგამოძიებო წერს, რომ პირი 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიების მასალების თანახმად, შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. პროკურატურის ინფორმაციით, სამშენებლო საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა, კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა. ამის შემდეგ, მან „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
გარდა მითვისებისა და ფულის გათეთრებისა, პროკურატურა ბრალდებულს თაღლითობასაც ედავება. საქმის მასალები ცხადყოფს, რომ მან მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის კუთვნილი ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ამის შემდეგ, მან ეს უძრავი ქონებები სხვა პირებზე გაასხვისა. პროკურატურა ბრალდებულს წარუდგენს ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით); 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა თან); 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით). წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ფილფანი - შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
კახა კალაძე: რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)