20:19 - 16 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 12:10:02, 373 ნახვა

პოლიტიკა
ტობიას კრემერი: რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია

ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხის გარდა, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზეც ისაუბრა.

კერძოდ, მან თქვა, რომ "რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია".

მისი თქმით, ქართული ოცნება "ძალიან მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის ბნელი დიქტატურის გამეორებას".

"ბელარუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დიქტატურაა და ქართული ოცნება ძალიან მკაფიოდ ცდილობს მის გამეორებას. ისინი იყენებენ კამიტს, გაზს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში, და რეჟიმს, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ შეიძლება ჰქონდეს ევროპელობის ამბიცია.

მაგრამ ამავე დროს, ის, რასაც მზია და ანდჟეი აჩვენებენ, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ საქართველო და ბელარუსი, ქართველები და ბელარუსები, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ არსებობს განსხვავებული ბელარუსი, არსებობს განსხვავებული საქართველო, არსებობს ხალხი და მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ამაყად დგას და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

ვფიქრობ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რადგან ჩვენ გვაქვს ფუფუნება - ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებე ქიმიურ იარაღის ან უკანონო პატიმრობას, სწორედ ამიტომ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივცეთ ხმა ქართველებს, ბელარუსებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შეუძლიათ", - თქვა მან სხდომაზე.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია - წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში: გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის
შსს: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 ადამიანი დავაკავეთ
რობერტა მეცოლა: მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცის განსახიერებები არიან
საია-მ პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი