|
2025-12-12 20:25:09, 6754 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი უცნობი მიზეზით დააკავა
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები, აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სამოქალაქო აქტივისტი ნენე გაბლაია დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს რომ ახაგაზრდა ქალს რამდენიმე პოლიციელი დაკავების მანქანაში სვამს. "8 კაცი დახვდა, მიჰყავთ და არც უმარტავენ რა ხდება" - წერს ლიკა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში. პოლიციამ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიგა ლემონჯავას და აქტივისტების მანქანა გაჩხრიკა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აქტივისტებთან ერთად პარტია "დროას" ოფისის დატოვების შემდეგ პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე გააჩერა. გიგა ლემონჯავას თქმით, მისი მანქანის გაჩერება და აქტივისტების დაკავება, დღეს, თბილისში დაგეგმილ ნაძვის ხის ანთებას უკავშირდება.
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)