23:57 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-14 13:01:09, 1337 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს ადვოკატთა ასოციაცია ირჩევს ახალ მმართველ ორგანოებს - თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის კომისიას და სარევიზიო კომისიას - ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის, კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს.

„დიდი აქტიურობაა, ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 5650 ადვოკატს. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ შევქმენით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და თავიანთ რჩეულს მისცენ ხმა, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებულია ამდენი ხნის განმავლობაში.

წინასაარჩევნო კამპანია, ვფიქრობ, ნორმალურად წარიმართა. ჩვენ კოლეგები ვართ, პროფესიონალი ადვოკატები ვართ და შესაბამისად, გვაქვს ურთიერთპატივისცემის დიდი განცდა და შეგრძნება. რა თქმა უნდა, თავისი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ერთიანობაში პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის. ჩვენ კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ასათიანმა.

 არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისა თავმჯდომარეობის 6 კანდიდატია. არჩევნებზე ასოციაციის წევრები ახალ თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებს აირჩევენ. საარჩევნო პროცესი სრულად გამჭვირვალედ და ელექტრონულად, ოპიკური სკანერების გამოყენებით ტარდება.

ხმების დათვლა სრულად აპარატების საშუალებით (“PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერები) მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ ავსტრალიას სიდნეიში მომხდარი სროლის შემდეგ ანტისემიტიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
სიდნეიში, ჰანუკას სანაპირო წვეულებაზე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა
ზელენსკიმ და მერცმა ბერლინში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი