00:32 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 22:18:08, 851 ნახვა

პოლიტიკა
ო’ფლაერტი: იანვრის ვიზიტისას შსს-ს მოადგილემ მითხრა, რომ წყლის ჭავლში არაფერი გაურევიათ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებს წლის დასაწყისშივე მიაწოდა არასწორი ინფორმაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული საშუალებების შესახებ - ეს ირკვევა ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის წერილიდან, რომელიც მან გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს გაუგზავნა.

წერილში ო’ფლაერტი აღწერს, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგი დაარწმუნა, თითქოს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლები არ იყო შერეული. 

BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საჯაროდ აღიარეს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები მართლაც იყო გარეული, თუმცა ხელისუფლება არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საშუალებები გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.

კომისრის წერილში ხაზგასმულია, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება თავდაპირველად უარყოფილი იყო, მოგვიანებით კი ეს ფაქტი თავად ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ დადასტურდა. ო’ფლაერტის თქმით, ქიმიური ნივთიერებების არსებობა აღიარეს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, თუმცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ნივთიერებები არატოქსიკური იყო, მიუხედავად ჯანმრთელობაზე შესაძლო ხანგრძლივი ზემოქმედებისა.

"2025 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი გამოყენებული არ იყო. მას შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსანმა, პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ჩათვლით, აღიარა, რომ ქიმიური ნივთიერებები წყალში გარეული იყო, თუმცა არატოქსიკური, ჯანმრთელობაზე შესაძლო ხანგრძლივი ზემოქმედებით, რაც ცოტა ხნის წინ მედია-სიუჟეტშიც იყო ნახსენები", - წერს მაიკლ ო’ფლაერტი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა - ვიდეო
ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ქალი გარდაიცვალა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გაამხილა
Bloomberg: ერდოღანმა პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად S-400 რაკეტების უკან წაღება სთხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი