|
2025-12-13 19:59:10, 12466 ნახვა
პოლიტიკა
SJC: შეკრების თავისუფლების შემზღუდავი კანონი ავიწროებს მშვიდობიან შეკრებას, არაკონსტიტუციურია
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, შეკრება-მანიფესტაციის კანონში ქართული ოცნების მიერ შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მისი მიზანია, გააუქმოს ყველანაირი შეკრება. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ავტოკრატიზაციის დაჩქარებულ გზაზე მყოფ საქართველოში სამართალი აღარ ემსახურება თავის მორალურ ფუნქციას. "2025 წლის 8 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება დააინიცირა, რომელიც რამდენიმე დღეში დაჩქარებული წესით განიხილა და 12 დეკემბერს უკვე ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ავიწროებს მშვიდობიანი შეკრების დასაშვებ ფარგლებს, ჩვენი შეფასებით, არაკონსტიტუციურია და გაუმართლებლად ერევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში. შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა, შეფერხების თვითმიზნურობის მიუხედავად, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, საფეხმავლო მოძრაობის შეფერხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია შესაძლებელი, როდესაც ეს შეკრებილების რაოდენობიდან გამომდინარე ბუნებრივად ხდება. სამართლის უზენაესობის თითქმის თითოეული მინიმალური მოთხოვნის დარღვევა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ სამართალი ავტოკრატიზაციის დაჩქარებულ გზაზე მყოფ საქართველოში მხოლოდ ძალის გამოყენების ხელოვნური ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია და აღარ ემსახურება მის თავდაპირველ მორალურ ფუნქციას - სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების თვითნებურად, მიკერძოებულად გამოყენებისგან დაიცვას მოქალაქეები (და არა პირიქით). ამ პრინციპების სისტემური, მიზანმიმართული და არაკეთილსინდისიერი დარღვევა ძირს უთხრის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებულ ყოველგვარ ნდობასა და შეთანხმებას." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)