15:56 - 29 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 12:30:47, 1018 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადიციის პროცესი "რთული იქნება", რადგან ის რუსეთის მოქალაქეა. 

დღეს ქართული ოცნების შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა - მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

შალვა პაპუაშვილმა საქმის გამოძიებისთვის ქართული ოცნების შსს-ს მადლობა გადაუხადა.

"უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში და მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს... რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იქნას. ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას - ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ, რამდენადაც ვიცით, ჩვენ ვიცით, უფროს სწორად, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, ის არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი", - თქვა მან. 

15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

12 აგვისტოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულებს შორის არის გიორგი მიქაძე, მის ძმას დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინას აშშ-სგან გაცილებით ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიები უნდა
კაძელაშვილი: დაკავებამდე, თავისუფლების სანაცვლოდ, TV IMEDI-ს ეთერში დაჯდომა შემომთავაზეს
ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა - ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები
დენის გაძვირება გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი