|
2025-09-23 13:45:23, 6292 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თბილისური ბროწეულები“
ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 25-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი უმასპინძლებს საერთაშორისო კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალს – „თბილისური ბროწეულები“. ფესტივალი ეძღვნება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას და გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“, რომელიც ასახავს ფარაჯანოვის შთამბეჭდავ და მრავალმხრივ შემოქმედებით გზას. თბილისური ბროწეულები წელს განსაკუთრებით გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით. ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც მონოლოგურ წარმოდგენებსა და კამერულ დადგმებს, ასევე ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების ნამუშევრებს. ფესტივალი წელს 7 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლებს ლიეტუვადან, ამერიკიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფიგურები, როგორებიც არიან ლიეტუველი რეჟისორი – ოსკარას კორშუნოვასი და გერმანელი ქორეოგრაფი რაინერ ბერი, პინა ბაუშის თეატრის მოცეკვავე და თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, რომელიც ფესტივალზე წარსდგება რეჟისორისა და შემსრულებლის ამპლუაში, რაც პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ემოციურ მუხტს სძენს. „თბილისური ბროწეულები“ თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ეზიარონ საერთაშორისო სცენის საუკეთესო ნამუშევრებს. ფესტივალის პროგრამის და ბილეთების შესახებ ინფორმაციას გაენობით აქ
ილია თოფურია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ
ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე: საწყისი მოვლენები კარგად გამოიყურება
მერცი: შესაძლოა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ პირველად, ცეცხლის შეწყვეტა წარმოუდგენელი გახდეს
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)