|
2025-08-27 11:19:48, 21295 ნახვა
Lifestyle
ტეილორ სვიფტი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავზე დაინიშნა
ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა Instagram-ზე გამოაცხადა თავისი ნიშნობის შესახებ კანზას სიტი ჩიფსიდან ფეხბურთელ, ტრევის კელსისთან. სვიფტმა გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, სადაც ის კელსთან ერთადაა გადაღებული, ასევე თითზე ნიშნობის ბეჭედით. „შენი ინგლისურის მასწავლებელი და შენი ფიზკულტურის მასწავლებელი ქორწინდებიან“, - ასე დაასათაურა მან თავისი პოსტი. სვიფტი და კელსი 35 წლის არიან და ისინი 2023 წელს შეხვდნენ. ამავდროულად, მომღერალმა რეგულარულად დაიწყო შეყვარებულის თამაშებზე დასწრება. ჩიფსის მოთამაშესთან რომანის შესახებ პირველი ჭორების შემდეგ, კელსის მაისურების გაყიდვები NFL-ის ოფიციალურ მაღაზიაში 400%-ით გაიზარდა, ისევე როგორც კანზას სიტის თამაშებზე ბილეთების მოთხოვნა. კელსის აუდიო პოდკასტი Apple-ის რეიტინგებში პირველ ადგილზე და Spotify-ზე მეოთხე ადგილზე ავიდა. სვიფტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ქალი შემსრულებელია და ყველაზე მოსმენადი შემსრულებელი სტრიმინგ სერვის Spotify-ზე, 14 გრემის ჯილდოთი. 2019 წელს, ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე, იგი ათწლეულის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა. მან ასევე მიიღო Billboard-ის ათწლეულის საუკეთესო ქალის ჯილდო. 2023 წელს, სვიფტის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა არტისტის ყველაზე დიდი საკონცერტო ტურის, Eras-ის წყალობით. Bloomberg-მა აღნიშნა, რომ მომღერალი იმ მცირერიცხოვან შემსრულებლებს შორის გახდა, ვინც ქონება მხოლოდ მუსიკითა და წარმოდგენებით, ასევე მაღალი ხარისხის მარკეტინგით დააგროვა. სააგენტომ ასევე დაწერა, რომ მომღერლის 53 კონცერტმა 2023 წელს აშშ-ის მშპ 4.3 მილიარდი დოლარით გაზარდა. 2023 წლის დეკემბერში, სვიფტი ჟურნალ Time-ის წლის ადამიანად დასახელდა. რეიტინგში მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და ბარბის გადაასწრო. ასევე, 2023 წელს, სიეტლში მის ორ კონცერტზე სვიფტის გულშემატკივრებმა 2.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ექვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვიეს. კელსმა Chiefs-თან ერთად სამი სუპერბოული მოიგო (2020, 2023, 2024) და ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტაიტ-ენდის მოთამაშედ ითვლება.
კობახიძე დაეთანხმა აშშ-სგან 10 431 459,9 USD-ს ღირებულების საქონლის გრანტის სახით მიღებას
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ფილფანი - შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)