|
2025-12-14 15:12:02, 19895 ნახვა
სამართალი
პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს
პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს. შერვაშიძის ძმა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე მინდია შერვაშიძე თორნიკე თოშხუასთან ერთად 16 აგვისტოს "ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით" დააკავეს. მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძეა. დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების გასაგონად, მოიხსენიებდა მათ აგდებულად, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას – ამას მოჰყვა შემდგომ დაპირისპირებაც. აღსანიშნავია, რომ ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს შეურაცხყოფას აყენებდა თავის ვიდეოებში და არამარტო – ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. გოცირიძე დასაქმებულია მერიის დაქვემდებარებულ შპს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)