|
2025-12-22 23:19:51, 972 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი- უვიზოს შეზღუდვის მექანიზმი მიმართული არაა მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ოფიციალურ პირებს და არა ხალხს. "აქ არავინ უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მექანიმზი არ არის მიმართული საზოგადოების და მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით, ახალი მექანიზმი აძლევს ერვოკავშირს საშუალებას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალადობის, კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, მიიღოს შეზღუდვები, რომლებიც ეხება იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ყველა ამ ზომებზე, ანუ ქართული ოცნება. ზურაბიშვილის თქმით, ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვაში ევროკავშირი დაადანაშაულოს და პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანოს. "ქართული ოცნების მხრიდან არის მცდელობა, რომ დაადანაშაულოს ევროკავშირი, რომ ჩვენ გვზღუდავენ რაღაცაში, შანტაჟს ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეებზე და ა.შ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება, ის რაზედაც პასუხისმგებელია ქართული ოცნება და მხოლოდ ქართული ოცნება, ეს პასუხისმგებლობა გადაიტანოს ევროკავშირზე. იმისთვის, რომ პირნათლად იყოს თავისი მოსახლეობის წინაშე, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ არის ეს ვიზალიბერალიზაცია". - თქვა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ასევე მიმოიხილა ევროკავშირთან ქართული ოცნების ურთიერთობები და რეჟიმის მიერ მის წინააღდმეგ გადადგმული ნაბიჯები. "საჭიროა, ჩვენ დავუბრუნდეთ ფაქტებს, ფაქტია ის რომ ჩვენ 2017 წელს დიდი ძალისხმევის შემდეგ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და იმავდროულად, დააწესა ევროკავშირმა და გაგვაცნო მექანიზმი, რომელიც თან ახლავს მას და რომელიც მოითხოვდა საქართველოსგან, რომ შეესრულებინა მთელი რიგი რეკომენდაციების, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არის მიმართული ევროკავშირის სრული, ინტეგრირებული წევრობისკენ, ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით". - განაცხადა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, ამის შემდეგ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხრიდან ისმოდა კითხვები მიგრაციასა და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალ მაჩვენებლებზე, რადგან "ჩვენ ბოლომდე არ ვასრულებდით მოთხოვნებს რაც დევს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში". მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. "როცა ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი და მოთხოვნების მიუხედავად, მოგანიჭა ის, რაც არ გერგებოდა, როგორც ხელისუფლებას ამის მერე რომ შენ მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხარ და დღის წესრიგში მაინც აყენებ იმას, რაზედაც ნათქვამი გქონდა, რომ აღარასრდორს არ დააბრუნებდი ამ კანონს [რუსული კანონი]. ამის შემდეგ, მთელის ეს 2024 წელი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვება, ქართული ოცნება არცერთ ზომას არ იღებს, რომელიც ესატყვისება ევროკავშირის მოთხონებს, თუნდაც ფორმალურად, პირიქით, ყველა კანონი და გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ჩამოწერილია ევროკავშირის მხრიდან. [...]
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ოლქის მსხვილ ნავთობპორტში მდებარე ნავმისადგომებსა და გემებს შეუტიეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)