|
2025-12-19 12:36:31, 3132 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს იმპორტი $16.6 მილიარდამდე გაიზარდა
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტი 16.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. იმპორტში საქართველოს მთავარი საქონელი არის მსუბუქი ავტომობილები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც შემდეგ საქართველო რეექსპორტის მეშვეობით უცხოეთში ყიდის. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 3.5 მილიარდი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ავტომობილების რეექსპორტი კი 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ბაზრებს, მთავარი საიმპორტო ქვეყანა არის აშშ საინდაც საქართველო მეორად ავტომობილებს ყიდულობს და მათ შემდეგ ცენტრალურ აზიაში ყიდის. აშშ-დან იმპორტი წელს რეკორდულად 33%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მეორე ადგილს იმპორტში ნავთობპროდუქტები იკავებს 1.2 მილიარდი დოლარით. ამ საქონლის იმპორტი წლიურად 4%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა მედიკამენტები 605 მილიონი დოლარით, რისი იმპორტიც 8%-ით გაიზარდა. იმპორტის ტოპ ათეულში კვლავ არის ნახატები, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების რელოკაციას უკავშირდება.
გერმანიის საგარეო მინისტრი: ფლორიდაში მოლაპარაკებებში ევროპის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
„ბიუჯეტი მილიარდებს კარგავს.“ რუსული ნავთობის ფასები ბარელზე 35 დოლარზე დაბლა დაეცა
ევროპული ქვეყნები შეერთებულ შტატებში უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)