|
2025-04-22 16:57:44, 25635 ნახვა
High - Tech
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აიძულებს Google-ს, გაყიდოს Chrome ბრაუზერი
შეერთებულ შტატებში, საძიებო სისტემების ბაზარზე Google-ის დომინირების შესახებ ანტიმონოპოლიური საქმის ფარგლებში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილება Google-ემ იძულებით გაყიდოს Chrome ბრაუზერი. ამის შესახებ Reuters იტყობინება. აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატი დევიდ დალკვისტი ასევე ითხოვს ხელშეკრულებების შეწყვეტას, რომლითაც Google Chrome-ის საძიებო სისტემა თავდაპირველად დამონტაჟებულია სმარტფონებსა და სხვა კომპიუტერებზე და მიიჩნევს, რომ კონკურენტებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა მონაცემებზე. 2024 წელს, DC-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ს არა მხოლოდ უსამართლო უპირატესობა ჰქონდა ონლაინ ძიების და რეკლამის ბაზარზე, არამედ დახარჯა მილიარდობით დოლარი თავისი მონოპოლიის დასაცავად. ამრიგად, 2021 წელს Google-მა 26,3 მილიარდი დოლარი გადაუხადა სხვა კომპანიებს, რომ მისი საძიებო სისტემა ნაგულისხმევად დაეყენებინა ვებ ბრაუზერებსა და მობილურ ტელეფონებში, განაცხადა კომპანიის ტოპ მენეჯერმა პრაბჰაკარ რაღავანმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და Google-ს შორის ანტიმონოპოლიური სასამართლო პროცესის დროს. საქმეს „ათწლეულის სასამართლო პროცესს“ უწოდებენ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის მარეგულირებლები კომპანიას უკანონო მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ და კონკრეტულ შედეგებს ეძებენ. ონლაინ გამოცემის The Wall Street Journal-ის ცნობით, მოსამართლე მეჰტამ სამი კვირა გამოყო არგუმენტებისა და ჩვენებების მოსასმენად, რომლებიც საჭიროა კონკურენციის აღდგენისკენ მიმართული ზომების დასადგენად.
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
„ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის“ პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)