|
2025-12-22 23:29:24, 5075 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქამდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, რადგან არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა. „ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ, პარტიები ემატებოდნენ და აკლდებოდნენ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა, აქეთ „ქართული ოცნება“, იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს ჩაკეტილი წრე ვერაფრით გაირღვა და ვერც გაირღვევა რომ არა ასეთი გაგრძელება მოვლენების. ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვფიქრობ, როგორც იურისტი, სათანადო მსჯელობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი, დემოკრატიული, გამართული პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა „ღამის კურიერში“ ირაკლი კობახიძემ.
ლილუაშვილი პროკურატურაშია და აცხადებს, რომ მისი დაკავება ღვთის ნებაა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოცნებისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებას ელის
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯაშუშობის ბრალდებით თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა წელს მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიეთილენის მწარმოებელს.
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)