11:22 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 20:39:45, 3892 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას, მსგავსი პროვოკაციები მიზნად ისახავს პროტესტის გაჩერებას

მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროვოკაციები პროტესტის გაჩერებას ისახავს მიზნად.

„ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას. ასეთი ქმედებები, რასაც დღეს მთელი დღე ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი. მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა.

მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ჩვენი საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას. მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, რადგან მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზანს ბოლომდე“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, დილით, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან
მარტა კოსი: იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გეზს, ეს მათ ხელშია
სამინისტრო: ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება
პროპაგანდისტი შათირიშვილი: ტრამპი და ადმინისტრაცია არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი