|
2025-12-12 13:27:54, 4757 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა მადუროს ოჯახსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ ტანკერებს
აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვები დაუწესდა ნიკოლას მადუროს ცოლის სამ დისშვილს და ასევე მათთან დაკავშირებულ ექვს ნავთობტანკერსა და გადაზიდვის კომპანიებს. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები შეეხო ექვს გადაზიდვის კომპანიას, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ და ასევე ნედლი ნავთობის ექვს ტანკერს, რომლებიც "ჩართულნი არიან მატყუარა და სახიფათო გადაზიდვების პრაქტიკაში და აგრძელებენ ფინანსური რესურსების მიწოდებას, რაც მადუროს კორუმპირებულ ნარკოტერორისტულ რეჟიმს ასაზრდოებს." სანქციები შეეხო ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, დისშვილებსაც - ფრანკი და ეფრაინ ანტონიო კამპო ფლორესებს - რომლებიც 2015 წელს ჰაიტიში აშშ-ს სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. 2016 წელს ისინი მრავალ მილიონდოლარიანი კოკაინის გარიგების საქმეზე გაასამართლეს და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში აშშ-მ ისინი გაათავისუფლა. სანქცირებულია მესამე დისშვილიც, რომელიც, აშშ-ს მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)