|
2025-12-18 14:24:53, 2202 ნახვა
ეკონომიკა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული უკვე ძალიან ახლოს არის- საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო სუფრისთვის მზადების სასიამოვნოდ ქაოსური პროცესებიც ნათლად ჩანს მომავალი დღეების გეგმებში. თუმცა სადღესასწაულო განწყობას ხშირად ფინანსური წნეხიც ახლავს - ხარჯები იზრდება, სურვილების უსასრულო სიას კი დეკემბრის ხელფასი შეიძლება არც კი ეყოს. რადგან სანტას როლს წელსაც კვლავინდებურად მოირგებ და სუფრისთვის პროდუქტებსაც მოიმარაგებ, შეგიძლია, ყველანაირი ხარჯი, სადებეტოს ნაცვლად, ერთგული საკრედიტო ბარათით გაისტუმრო, ამით საკუთარი თავიც დაასაჩუქრო და იანვრის თვეშიც მშვიდად იყო. როგორ? საახალწლო ციებ-ცხელების დროს, აქციე თიბისის ერთგული ბარათი შენს მთავარ ფინანსურ პარტნიორად ნაცვლად იმისა, რომ სადღესასწაულო სამზადისისთვის მიმდინარე ანგარიში სრულად დააცარიელო, ერთგული საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევს, ხელფასი პოსტსაახალწლო პერიოდისთვის შეინახო და თან საახალწლო საყიდლები ქეშბექად აქციო. თიბისის საახალწლო შეთავაზებები კი კიდევ უფრო გაგიმარტივებს და დაგეხმარება სამზადისში. ერთგული ბარათით გადახდისას, 4 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში - რომლებიც სურსათს, ტანსაცმელს, ტექნიკას, აქსესუარებსა და სხვა უამრავ კატეგორიას აერთიანებენ - უფრო მეტ, 12%-მდე ქეშბექს მომენტალურად დაიბრუნებ და სურვილისამებრ განკარგავ. გარდა ამისა, პარტნიორ ობიექტებში ხშირად შეხვდები 50%-მდე ქეშბექ შეთავაზებასაც და იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული მაღაზიების საახალწლო ფასდაკლებებითაც ისარგებლებ, სადღესასწაულო საყიდლები, შესაძლოა, სულაც ნახევარი ფასი დაგიჯდეს. მაგალითად, თუ დიდი ხანია, ნაძვის ხის ან მისი მოსართავების განახლებაზე ფიქრობ, მაგრამ ამისთვის საჭირო ფინანსები ვერასდროს გამოითავისუფლე, ერთგული ბარათი საშუალებას გაძლევს, დღესვე შეიძინო სასურველი ნივთი, დატკბე დღესასწაულით და დახარჯული თანხა 55 დღის განმავლობაში, მშვიდად და ეტაპობრივად დააბრუნო. თუ ლიმიტს საშეღავათო პერიოდში შეავსებ, პროცენტი არ დაგერიცხება. თანაც, საახალწლო შოპინგი გაუთავებელ საცობებთან და რიგებთან ასოცირდება, ერთგული ბარათის ასაღებად კი საკმარისია, შეხვიდე თიბისის მობაილბანკში და დაიმტკიცო საკრედიტო ლიმიტი. ბარათის აღებას, მის ციფრულ საფულეში გადატანას და სურვილისამებრ განკარგვას 1-2 წუთში შეძლებ. რადგან საახალწლო ხარჯების გაწევა მაინც გიწევს, გადაიხადე ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც უნდა გადაიხადო, და დაიბრუნე მეტი.
ზელენსკიმ ალიევს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პუტინი ზელენსკიზე - ის ხელოვანია, ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ჩვენ მისი ფილმები გვინახავს
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინას ყველა მიმართულებით უტევენ, მოწინააღმდეგე კი "უკან იხევს"
თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტ ქალს ბრმა ტყვია მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)