|
2025-12-12 12:36:58, 11886 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტური კონკურსი „მარეგულირებლის დილემა“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებით გამართული სტუდენტური კონკურსი "მარეგულირებლის დილემა" დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი, რომელთაგან ერთი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა. კონკურსი 8 ოქტომბერს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტთა გუნდებმა განიხილეს ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დილემები და ჟიურის წევრებს გადაწყვეტის საკუთარი გზები შესთავაზეს. კონკურსში მონაწილეობდა 14 გუნდის 67 სტუდენტი, საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. სტუდენტური კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ რაუნდში სტუდენტებმა განიხილეს დილემა „ფინანსური დისციპლინა თუ სოციალური პასუხისმგებლობა“. ჟიურის შეფასების შედეგად მონაწილე 14 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 5 გუნდი გადავიდა. დასკვნითი, ფინალური რაუნდი, 5 დეკემბერს გაიმართა. გამარჯვებულები ეროვნული ბანკის 9 თანამშრომლით წარმოდგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსი “მარეგულირებლის დილემა” ბაზისბანკისა და ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მორიგი ერთობლივი წარმატებული პროექტია. ბაზისბანკის ჩართულობით სტუდენტური კონკურსის გარდა 2025 წელს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)