10:34 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-30 09:05:56, 11387 ნახვა

ომი უკრაინაში
სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება

დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რუბიოც დაესწრება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კვირას ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა განიხილონ ვაშინგტონის გეგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ, იუწყება AFP აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. შეხვედრას ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დაესწრება.

მარკო რუბიომ გასულ შაბათ-კვირას ჟენევაში უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია (რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით) აშშ-ში შაბათს საღამოს, აშშ-ის დროით, ჩავა, რათა გააგრძელოს სამშვიდობო გეგმაზე დისკუსიები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
ივანიშვილის მარიონეტმა ყაველაშვილმა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ფეკალიების მჭამელი ბუზები უწოდა
Samsung-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი 6K მონიტორი სათვალის გარეშე 3D-ით
ყაველაშვილი ირწმუნება, რომ საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი