|
2025-12-10 09:58:01, 8968 ნახვა
ეკონომიკა
განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 30 საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს. რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის? 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრული დაფინანსება და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიით. 3 საერთაშორისო სტიპენდია, საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს სრულად უფინანსებს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი. განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება სურთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, საქართველოს ბანკმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა პროფესიული აკადემიისა და საქართველოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხდება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 20 სტიპენდიატი. განათლების შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისათვის მომავლის პროფესიებითა და ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, საქართველოს ბანკმა, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით AI სტიპენდია შეიქმნა. ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები თითოეული პარტნიორი აკადემიის მიერ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან. მათი ვინაობა მალე გახდება ცნობილი. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
კობახიძე სერიოზულად ამბობს, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)