14:35 - 31 Dec, 2025
|
2025-12-08 10:25:15, 13143 ნახვა
სამართალი
გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, 1983 წელს დაბადებულმა ს.ი.-მ, 2006 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ და 1986 წელს დაბადებულმა ს.კ.-მ, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)