16:58 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 10:31:03, 2403 ნახვა

საზოგადოება
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი. 

ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაშისაუბრობდა. 

სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას. 

ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა. 

ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის. 

მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, საქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება. 

საქართველოს ბანკისთვის YouTube- მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR- და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი. 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბავშვებთან საუბრისას ტრამპმა პირობა დადო, რომ „ცუდ სანტას“ შეერთებულ შტატებში არ შეუშვებდა
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
2001 წელს პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთის ნატოში მიღება სთხოვა - ტრანსკრიპტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი