15:59 - 28 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 13:04:43, 9648 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

ევროპის წამყვანმა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Scope Ratings, სელფი მობაილის საკრედიტო რეიტინგი განაახლა და კვლავ დაუდასტურა მაღალი შეფასება BB-/Stable. მოცემული შეფასება ასახავს კომპანიის ძლიერ ფინანსურ მონაცემებს, ეფექტურ ოპერირებას და საქართველოს ტელეკომ სექტორის მდგრადობას. Scope Ratings აღნიშნავს, რომ სელფი ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას ბაზარზე, ჯანმრთელ მომგებიანობას და ზომიერ საკრედიტო ვალდებულებებს. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ეფუძნება მოლოდინს, რომ კომპანიის კონკურენტული პოზიცია და ფინანსური მდგრადობა შენარჩუნდება. რეიტინგის შეფასებაში ასევე ხაზგასმულია სელფის ქსელის განვითარების სწრაფი ტემპი და ინვესტიციები დაფარვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

„მოხარული ვარ, რომ Scope Ratings-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა სელფი მობაილის მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ეს შეფასება ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს მომგებიანობის ზრდის, პროდუქტების გაფართოებული სპექტრის, ტექნოლოგიების განახლებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიმართულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინანსური რისკის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც გამოწვეულია როგორც ლევერიჯის შემცირებით, ისე კაპიტალის სტრუქტურის გაჯანსაღებით,“ - განაცხადა სელფის ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ჭედიამ. „ჩვენი ძლიერი საკრედიტო პოზიცია ქმნის შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ფინანსური რესურსი კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით  ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლისთვის ნიშნავს პირდაპირ სარგებელს, გაუმჯობესებული ქსელის სახით,“ დაამატა ირაკლი ჭედიამ.                      

Scope Ratings, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოა, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის რეიტინგების რეგულაციის თანახმად და ოპერირებს ევროკავშირში ECAI-ს სტატუსით. Scope Ratings, ერთადერთი ევროპული სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც დაშვებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მეირ ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოსთვის (ECAF).




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
5 გზა, თუ როგორ შეცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სექტორი ევროპაში 2025 წელს
ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას სანქციები დაუწესა
ირანში სიკვდილით დასჯის 11-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი