|
2025-12-12 10:10:38, 3803 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე და პუტინი თურქმენეთში აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან
კობახიძე და პუტინი თურქმენეთში აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გუშინ გაემგზავრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფორუმს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრებოდა. თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა. „მშვიდობა და ნდობა: მიზნის ერთიანობა მდგრადი მომავლისთვის“ პლენარული სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის გამართულ მისასალმებელ ცერემონიასა და ჯგუფური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაში. დილით პუტინმა აშხაბადში ნეიტრალიტეტის მონუმენტთან გვირგვინი შეამკო. დღეს რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივი შეხვედრების სერიას გამართავს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს. მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე თურქმენეთის ინიციატივით გამოცხადდა. მისი მიზანია ერებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერება. შესაბამის რეზოლუციას მხარი 86 ქვეყანამ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)