16:55 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 16:20:21, 2267 ნახვა

საზოგადოება
POG: დააკავეს პირი, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო, სხვას გაუგზავნა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდგომ სოციალური ქსელის საშუალებით სხვა პირს გაუგზავნა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Energo-Pro Georgia: დასავლეთ საქართველოში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება 60 000-მდე აბონენტს
ომბუდსმენი: დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვუწოდებ
TI: ფორმულასა და TV პირველს დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ინფორმირებას
წარმოაჩინე შენი ბიზნესი მობილბანკში - როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი