|
2025-12-29 12:30:47, 2363 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადიციის პროცესი "რთული იქნება", რადგან ის რუსეთის მოქალაქეა. დღეს ქართული ოცნების შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა - მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. შალვა პაპუაშვილმა საქმის გამოძიებისთვის ქართული ოცნების შსს-ს მადლობა გადაუხადა. "უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში და მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს... რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იქნას. ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას - ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ, რამდენადაც ვიცით, ჩვენ ვიცით, უფროს სწორად, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, ის არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი", - თქვა მან. 15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 12 აგვისტოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. დაკავებულებს შორის არის გიორგი მიქაძე, მის ძმას დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდება
პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
DeepState: რუსებმა ჰულიაიპოლთან ახლოს ტყვედ აყვანილი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)