|
2025-12-11 12:01:51, 9529 ნახვა
ეკონომიკა
Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა
5-6 დეკემბერს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 25 გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიება ინოვაციურ იდეებზე დისკუსიებსა და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს აერთიანებდა. სამიტის პირველ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიგა კაკაშვილმა დამსწრეებს ციფრული პლატფორმის, Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. გიგა კაკაშვილი საქართველოს ბანკში მუშაობს ისეთი პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულ, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად აქცევს. პრეზენტაციის ფარგლებში მან აუდიტორიას Ads მენეჯერის ეკოსისტემა დეტალურად გააცნო. ეს ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და საქართველოს ბანკის ციფრულ არხებზე საკუთარი ბიზნესის შეთავაზებები განათავსონ. „Touch Summit 25-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განათლება, ცოდნის გაზიარება და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიზნესებს თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები შევთავაზოთ. Ads მენეჯერი სწორედ ასეთი პლატფორმაა - სივრცე, რომლის მეშვეობით ბიზნესს შეუძლია ეფექტურად და მიზნობრივად დაუკავშირდეს საკუთარ მომხმარებელს. მიხარია, რომ დღეს ამ აუდიტორიას გავუზიარე ინფორმაცია ჩვენს ეკოსისტემასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გიგა კაკაშვილმა. Touch Summit-ის წლევანდელი თემატიკა“SPARK THE CHANGE” იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-ზე მეტი სპიკერი 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Meta-ს, NVIDIA-ს, Google-ისა და სხვა გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების წარმომადგენლები. 1000-ზე მეტ მონაწილეს კი შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა Keynote გამოსვლები და პანელური დისკუსიები, დასწრებოდა ვორკშოფებს, ასევე B2B Startup Expo-სა და Startup Challenge-ს, სადაც სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს ხვდებოდნენ. საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერია. როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, ბანკი ცოდნის გაზიარებას, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)