|
2025-12-24 15:45:31, 10251 ნახვა
პოლიტიკა
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გიგა ლემონჯავა სასურსათო პროდუქციაზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ლემონჯავა ამბობს, რომ საქართველოში მაღალი ფასების მიზეზი სულელური საგადასახადო პოლიტიკაა. "ირაკლი კობახიძე ემუქრება სუპერმარკეტების ქსელებს, სადისტრიბუციო კომპანიებს - ზოგადად, ემუქრება ბიზნესს. რა თქმა უნდა, საქართველოში ფასები მაღალია, ოღონდ ამის მიზეზი არის სულელური საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და ასევე, ეკონომიკური რეგრესი. მაგალითად: აქციზის გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი, ექსპორტის გადასახადი - საქართველოში ბევრი გიჟური გადასახადი არსებობს, რაც პროდუქტს აძვირებს და ზოგადად, ეს საგადასახადო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ პროდუქტი იაფი იყოს. სინამდვილეში, პრობლემა ამაშია". - თქვა ლემონჯავამ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოში სასურსათო ფასების სიძვირეს, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები განაპირობებს. მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო უწყებების ჩართვა და საკითხის შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)