|
2025-06-20 19:04:44, 28728 ნახვა
რეგიონი
რევაზ სოხაძე სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრებთან ერთად დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული ობიექტები. აქტუალურია წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხები. მუნიციპალიტეტში, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შიდა გზების მოწესრიგებას, ასევე დაიწყება წყალმომარაგების სისტემის პროექტირება. დავათვალიერეთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც, გვქონდა შეხვედრა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ბენეფიციარებთან, პრობლემის მოსაგვარებლად შევეცდებით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავიწყოთ სკოლის მშენებლობა”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მინისტრი წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 14-კილომეტრიანი მონაკვეთიდან უკვე დასრულებულია 7 კმ-ის რეაბილიტაცია, დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას. რევაზ სოხაძემ შეხვედრა გამართა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ, 470 მოსწავლე დროებით N2 სკოლაში სწავლობს. როგორც სოხაძემ განმარტა, სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და წალენჯიხის N1 სკოლის პროექტირებისა და მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება. სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა – სოფლებში ჯგალსა და ობუჯში შენდება ორი 50-ბავშვზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული ბაღი. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალმომარაგების კუთხით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხასა და ჯვარში. წალენჯიხაში სრულად განახლდება 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა, რომელიც 6,250 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. ქალაქ ჯვარში სისტემა უკვე ამოქმედდა, ხოლო ჭაბურღილის დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრი სოფელ ჯგალშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუსეთი: ბირთვული შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემა Орешник საბრძოლო მდგომარეობაში შევიდა
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ვენესუელას დიდ ობიექტებს დაარტყა, არ აზუსტებს დეტალებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)