|
2025-12-16 20:38:28, 480 ნახვა
პოლიტიკა
დანაშაულის არასრუწლოვნებთან ერთად ჩადენა, მასში მათი ჩაბმა დამამძიმებელი გარემოება იქნება
ივანიშვილის პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას. კანონპროექტის ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცვლილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ კანონპროექტის თანმდევია. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს, რომელიც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს ადგენს, ახალი პუნქტები ემატება. არასრულწლოვნის დანაშაულში ჩართვა, ან არასრულწლოვანთან ერთად დანაშაულში მონაწილეობა დამამძიმებელი გარემოებები იქნება. სსკ-ის 53-ე მუხლს, მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი: 2¹ - სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 3¹ ნაწილი: 3¹ - ამ მუხლის 2¹ ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: 4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სასჯელის სხვა დამამძიმებელი გარემოებების მსგავსად, ახლად დამატებულდამამძიმებელ გარემოებებზეც განისაზღვრება, რომ სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. განსაკუთრებით საყურადღებოა დანაშაულის ჩადენის შემთხვევები 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მეშვეობით ან/და მასთან ერთად. სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ 14 წლამდე პირი სრულყოფილად ვერ აცნობიერებს თავისი ქმედების ხასიათს და მის შესაძლო შედეგებს, შესაბამისად სახელმწიფოც უარს ამბობს მის ინდივიდუალურ-სამართლებრივ გაკიცხვაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მეშვეობით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ამსრულებლობის ერთ- ერთ სახეს - შუალობით ამსრულებლობას და ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის. კანონმდებლობის აღნიშნული მიდგომა ეფექტიანია სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფისაგან დასაცავად, რადგან მართალია დანაშაული არ რჩება დაუსჯელი. თუმცა ამ მიდგომის პირობებში ხდება იმის უგულებელყოფა, რომ ცოცხალ იარაღად გამოყენებული ბავშვის მეშვეობით დანაშაულის ჩადენისას ხდება არა მხოლოდ იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა (საკუთრება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ.), რომლისკენაც მიმართული იყო დანაშაული, არამედ ცოცხალ იარაღად გამოყენებული ბავშვის ინტერესების დაზიანებაც. გარდა იმისა, რომ ასეთ დროს ხდება ბავშვის კრიმინალურ აქტივობაში ჩართვა და მისი საუკეთესო ინტერესების ხელყოფა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობა (ბრალუუნარობა ასაკის გამო) ბავშვს თავიდან აცილებს მხოლოდ იურიდიული პასუხისმგებლობას, თუმცა ვერ იცავს მას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თანმდევი საფრთხეებისაგან (დაზარალებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება, დამცავი მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხე, მაღალი რისკის შემცველი მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხე და ა.შ.), რისი უგულებელყოფაც ვერ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან". - ნათქვამია განმარტებით ბარათში. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 16 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს. ოცნების ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ", სპეციალურ - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ - კანონს მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ზელენსკიმ ბერლინში მოლაპარაკებების შემდეგ „სამშვიდობო გეგმის“ შემდეგი ნაბიჯები გაამხილა.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)