|
2025-12-26 14:48:54, 5046 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს სამოქალაქო პროტესტის გამო ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძისა და ლევან მარგიანის დარღვეულ უფლებებს. სამივე მათგანი სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი), პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებისა (მე-8 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევას ეხება. "სტრასბურგის სასამართლოში ამჯერად ჩვენ ვიცავთ დიპლომატსა და ევროატლანტიკურ სტეუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს - ალექსი პეტრიაშვილს, ჟურნალისტ ნათია გოქსაძეს და მხატვარ ლევან მარგიანს. სამივე მათგანი ივანიშვილის მიერ კონტროლირებულმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პეტრიაშვილს და გოგსაძეს სახდელის სახით 5000 ლარი დაეკისრა, ხოლო ლევან მარგიანს 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. როგორც ცნობილია, უკანასკნელი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ხუთი სხვადასხვა პაკეტი მიიღო, რითაც არსებითად მოსპო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - შეკრების თავისუფლება, რომელსაც განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია. ღრმად გვწამს, რომ სამართალი საბოლოო ჯამში იზეიმებს და სტრასბურგის სასამართლო სამივე ჩვენი თანამოქალაქის დარღვეული უფლებებისათვის ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხს აგებინებს," - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)