09:35 - 24 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 11:31:27, 12524 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრი ერმაკი გადადგომის შემდეგ : მე ფრონტზე წავედი

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილმა.უფროსმა ანდრეი ერმაკმა NYP-ის შეკითხვებს წერილობით უპასუხა. ეს მისი პირველი კომენტარია პოსტის დატოვების შემდეგ

" მივდივარ ფრონტზე, მზად ვარ ნებისმიერი რეპრესიისთვის. მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. დამამცირეს და არ დაიცვეს ჩემი ღირსება მიუხედავად იმისა, რომ კიევში ვარ 2022 წლის 24 თებერვლიდან. ამიტომ არ მინდა პრობლემები შევუქმნა ზელენსკის და მივდივარ ფრონტზე"-წერს ერმაკი.

მისივე თქმით, ამაზრზენია სიბინძურე მისი მისამართით, მაგრამ უფრო ამაზრზენია მხარდაჭერის არარსებობა "იმ ხალხის მხრიდან, ვინც სიმართლე იცის".

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი სახლი კორუფციის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს თავიდან აიცილოს სიტუაციის გარშემო „ჭორები და სპეკულაციები“.

„მადლობელი ვარ ანდრეისი იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციას ყოველთვის ზუსტად ისე წარმოაჩენს, როგორც ეს უნდა იყოს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ერისადმი ვიდეომიმართვაში. ზელენსკიმ დასძინა, რომ გარე გამოწვევებისა და ომის ფონზე, უკრაინამ შიდა სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს.

ანდრეი იერმაკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინაში შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ის ამ კონსულტაციებზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ახლა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკულ მხარესთან მომავალ მოლაპარაკებებში უკრაინას წარმოადგენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს
აშშ-მ ვენესუელას მახლობლად ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმები და თვითმფრინავები განალაგა - WSJ
ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთულ 20 ტანკერს პორტებში შესვლა აუკრძალეს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრამპის კერძო თვითმფრინავით პედოფილ ეპშტეინთან და ქალებთან ერთად ფრენების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი