|
2025-12-30 14:34:14, 3741 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ვენესუელას დიდ ობიექტებს დაარტყა, არ აზუსტებს დეტალებს
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, ვენესუელაში "დიდ ობიექტებზე" იერიში მიიტანეს. ტრამპმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ რადიო გადაცემაში, 30 ოქტომბერს კი ჟურნალისტებთან ისაუბრა. აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუზუსტებია დამატებითი დეტალები. მისი სიტყვებიდან სამი დღის შემდეგ ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არც სამთავრობო უწყებებს გაუკეთებიათ. 30 დეკემბერს ჟურნალისტებმა ტრამპს რადიო გადაცემაში ნათქვამი სიტყვების შესახებ ჰკითხეს. პრეზიდენტის თქმით, აშშ-მ დაარტყა ნავსაყუდელს და მოხდა "დიდი აფეთქება". "ჩვენ ყველა ნავს და ახლა უკვე ტერიტორიასაც დავარტყით… ეს არის მთავარი ადგილი. იქ ხდებოდა ეს ყველაფერი და ახლა ის ადგილი აღარ არსებობს,"- თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. "მათ აქვთ დიდი ქარხანა ან დიდი ობიექტი, საიდანაც გემები გამოდიან. ორი ღამის წინ ეს გავანადგურეთ. ძალიან ძლიერად დავარტყით,"- აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა WABC-ის რადიოწამყვანთან სატელეფონო ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)