15:56 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 14:54:21, 17245 ნახვა

კომენტარი
კობახიძე -BBC-ის სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს

სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ - „ბიბისიმ" გაავრცელა, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ ტყუილის გავრცელებაში მონაწილეობდნენ.

„სპეცსამსახურების სქემები როგორ მუშაობს ყველამ კარგად იცის. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში როგორ მუშავდებოდა ეს სქემები, როგორ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მაგალითი იყო რევოლუციის 5 მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ გასული 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, აქ ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს, უბრალოდ ახალი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ, რომ სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტიც, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ - „ბიბისიმ" გაავრცელა. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკაც შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად, როგორი იყო მიმართვიანობის სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, „ფეიქი", შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მათ შორის, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. დანარჩენი ყველაფერი არის აბსურდი. ყველამ გაიგო, რომ 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა არის ეს ნივთიერება, რა იყო ეს ნივთიერება არ ვიცი, ამაზე ალბათ ისაუბრებს გამოძიება, თუმცა, კიდევ ერთხელ სასკანდალო აქ არაფერია. ორი სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა 2007 წელს და 2009 წელს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა 2007, 2008, 2009, 2010 წლებში. ასევე შემდეგ 2019-2020 წლებში გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში. სასკანდალო აღარაფერი აღარ დარჩა. გამოძიება კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს, მაგრამ თქვენთვის სასკანდალო აღარაფერი აღარ არის, მითუმეტეს რომ ეს ნივთიერება შეძენილი იქნა თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან,"- განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუსეთი: ბირთვული შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემა Орешник საბრძოლო მდგომარეობაში შევიდა
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ვენესუელას დიდ ობიექტებს დაარტყა, არ აზუსტებს დეტალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი