|
2025-06-08 12:26:09, 28243 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მინისტრი - ქართული სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს
ქართული ისტებლიშმენტის სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, თუ რატომ არ აწერენ ხელს ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ოლეგ ბარციცმა უპასუხა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობას ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ დაუძლევია“. „ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა“, - განაცხადა ბარციცმა. მისი თქმით, „საქართველოში ზოგიერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს უკვე ესმის, რომ აფხაზეთი მათ შემადგენლობაში არ დაბრუნდება, თუმცა ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ“.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)