|
2025-12-24 12:34:38, 7849 ნახვა
ეკონომიკა
დეველოპერული კომპანია „ზიგმა“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
დეველოპერული კომპანია ზიგმა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ,ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევში, #2-ში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. პროექტის ჯამური ღირებულება 35 მლნ. აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 20.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი 65,000 კვ.მ ფართობზე შენდება. კომპლექსი ჯამში 220 ბინას, კომერციულ ფართებს, სამუშაო სივრცეებს, საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სქვოშის კორტს, საპარკინგე და სხვა სივრცეებს აერთიანებს. მშენებლობა 2024 დაიწყო და 2027 წელს დასრულდება. „ჩვენი მთავარი მიზანი მაცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. პროექტი მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ბინებთან, ერთად პანორამულ ხედებს და რეკრეაციულ სივრცეებს სთავაზობს, რაც მაქსიმალურ კომფორტს და თანამედროვე ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას გამოიყენება ენერგოეფექტური მასალები, რაც მაქსიმალურ თბოიზოლაციასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა - შევქმნათ პრემიუმ კლასის ახალი სივრცეები თბილისის სხვადასხვა უბანში. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ჩვენთვის ეს პარტნიორობა არის სანდოობის გარანტია, რაც პროექტის უმაღლეს ხარისხსა და დროულად დასრულებას უზრუნველყოფს. სამომავლოდ, მომხმარებლებს კიდევ არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს შევთავაზებთ“, - განაცხადა „ზიგმა საბურთალოს“ დირექტორმა, ზვიად ჩოხელმა ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საახალწლო შეთავაზებით და „ზიგმა საბურთალოს“ პრემიუმ კომპლექსში 50,000 ლარამდე ფასდაკლება მიიღონ.
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)