|
2025-10-26 14:05:41, 8734 ნახვა
სხვადასხვა
საფრანგეთში ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს
ფრანგული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის საერთაშორისო რეისისთვის თვითმფრინავში ასვლას აპირებდა. მეორე კი მალევე დააკავეს პარიზის გარეუბანში. გამოცემა „პარიზიენის“ ცნობით, მამაკაცები პარიზის გარეუბან სენ-სენ-დენიდან იყვნენ. როგორც ამბობენ, ისინი პოლიციის ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცნენ. მათი ვინაობა ამჟამად უცნობია და ხელისუფლებამ შესაძლოა 96 საათის განმავლობაში დაკითხოს ისინი. ლუვრის ძარცვა გასულ კვირას მოხდა - მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმიდან დღისით 88 მილიონი ევროს (100 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ისტორიული საგანძური მოიპარეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლები „ჩავარდა“, რამაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბედული ძარცვის შემდეგ, ლუვრში შენახული სამკაულების ნაწილი გადაიტანეს. გასულ კვირას ქურდებმა მუზეუმიდან უნიკალური ექსპონატების მოსაპარად მინის საჭრელები და ლიფტი გამოიყენეს და სკუტერებით გაიქცნენ.
გერმანიის საგარეო მინისტრი: ფლორიდაში მოლაპარაკებებში ევროპის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
„ბიუჯეტი მილიარდებს კარგავს.“ რუსული ნავთობის ფასები ბარელზე 35 დოლარზე დაბლა დაეცა
ევროპული ქვეყნები შეერთებულ შტატებში უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)