|
2020-11-21 18:06:56, 18646 ნახვა
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74% შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74% შეადგინა. მისი თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში, ხოლო დაბალი ნაძალადევში დაფიქსირდა. „წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17 საათის მდგომარეობით, რაც არის 20.74%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში და ეს არის #30-ე მაჟორიტარული ოლქი, სადაც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები. მისული ამომრჩევლების რაოდენობა გახლავთ 30 162. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში, #7-ე მაჟორიტარულ ოლქში - 16%“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს, 2016 წელს დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი). „რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს. ყველა საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება. კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ილია თოფურია აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ
ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე: საწყისი მოვლენები კარგად გამოიყურება
მერცი: შესაძლოა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ პირველად, ცეცხლის შეწყვეტა წარმოუდგენელი გახდეს
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)