|
2025-10-29 10:10:20, 10028 ნახვა
სხვადასხვა
რიო-დე-ჟანეირო ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდების ძალადობის ქარცეცხლშია გახვეული. 60 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის პოლიცია რიო-დე-ჟანეიროს ჩრდილოეთ რაიონებში ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდის, „წითელი სარდლობის“ წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდს ატარებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა. დაახლოებით 2500 სამართალდამცველი მოქმედებს კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ. როდესაც ისინი შევიდნენ იმ ადგილებში, სადაც „წითელი სარდლობა“ მოქმედებს, სროლა ატყდა. გავრცელებული ინფორმაციით, განგსტერებმა პოლიციის წინააღმდეგ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, ბარიკადები აღმართეს და დაწვეს და დრონებიდან პოლიციას ასაფეთქებელი მოწყობილობებიც კი დაუშინეს. რიო-დე-ჟანეიროს მასშტაბით გზები გადაკეტილია. რიო-დე-ჟანეიროს ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის შედეგად უკვე დაიღუპა სულ მცირე 64 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი. დაკავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)