|
2025-11-15 00:45:08, 17522 ნახვა
Lifestyle
Tinder Swindler-ის გმირმა საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა
Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირმა და ცნობილმა თაღლითმა, საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. როგორც რადიოს ლევიევის ადვოკტი მარიამ კუბლაშვილი ატყობინებს, მისი დაცვისქვეშ მყოფმა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება ისე დატოვა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული "საქმე სრულად შეწყდა" და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. ადვოკატის ცნობით, გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა. საიმონ ლევიევის წინააღმდეგ გერმანიაში საქმე აღძრული იყო ბერლინში მცხოვრები ქალის ჩვენების საფუძველზე. ქალი ამბობდა, რომ ლევიევი "ტინდერზე" გაიცნო, რის შემდეგაც მისგან მანიპულაციის და ემოციური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ქალის მტკიცებით, ლევიევმა მას 50 000 ევრომდე თანხა გამოსძალა. ექსტრადიციისა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საიმონ ლევიევს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. ბათუმის აეროპორტში Tinder Swindler-ის გმირი საიმონ ლევიევი 15 სექტემბერს დააკავეს. ლევიევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევიევი წლების განმავლობაში ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს ართმევდა.
ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ეპშტეინის ზოგიერთი ფაილი, მათ შორის ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტოები, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან გაქრა
პუტინმა პირადად აირჩია უიტკოფი შეერთებული შტატებიდან მთავარ მომლაპარაკებლად - The Wall Street Journal
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)