18:22 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 15:21:02, 633 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო  - Hampton by Hilton Batumi Center გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდა.

Hampton by Hilton Batumi Center ბათუმში, რუსთაველის #20-ში მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, რესტორნებთან  და გასართობ ობიექტებთან, რაც მას კომფორტულს ხდის როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის.  სასტუმრო 8 სართულიანია და ჯამში 143 ნომერს აერთიანებს.

„ჩვენი ჯგუფის მიზანია ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება დავნერგოთ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Hampton by Hilton - ის აჭარის რეგიონში შემოყვანა. ეს არის Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც ბათუმში გაიხსნა. აქ მოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს, თანამედროვე დიზაინის ნომრებს და იმ კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ, რომელიც Hampton by Hilton-ის ბრენდისთვის გლობალურად არის დამახასიათებელი“, – განაცხადა ანა ჩხაიძემ, Hampton by Hilton Batumi Center-ის გენერალურმა მენეჯერმა.

„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ბიზნესებს, რომლებიც რეგიონების განვითარებას უწყობენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს უკავია. ბანკს და „ტურინვესტ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების მიმართულებით.  მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის Hampton - ის შემოსვლას შევუწყვეთ ხელი და  ბათუმში Hampton by Hilton - ის პირველი სასტუმრო გაიხსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი ნარსიამ.

ინფორმაციისთვის, Hampton by Hilton Batumi Center-ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Hilton Honors-ის ლოიალობის პროგრამით. მის ფარგლებში, იმ მომხმარებლებს, რომლებიც Hilton-ის ჯგუფში შემავალ სასტუმროებს პირდაპირ, ოფიციალური არხებით დაჯავშნიან,  შესაძლებლობა აქვთ დააგროვონ ქულები, ისარგებლონ სხვადასხვა ნომრის წინასწარი შერჩევის შესაძლებლობითა და სპეციალური ფასდაკლებებით.

Hampton by Hilton Batumi Center - ის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ stories.hilton.com - ზე.                                                                                                                                                      

ნომრის დასაჯავშნად კი ეწვიეთ  ბმულს ან დარეკეთ ნომერზე +995 422 22 20 20.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა
კოალიცია ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო ინსტანციას "კამიტზე" გამოძიების დასაწყებად მიმართავს
“Elite Model Look Georgia 2025”-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი