23:23 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 20:40:50, 1308 ნახვა

სამართალი
საფარი ზინოვკინაზე: პენიტენციურიდან პასუხი არ მიგვიღია, არც მოთხოვნები შესრულებულა

საფარის განცხადებით, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოცნების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადებით მიმართეს, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

ორგანზაციის ცნობით, მათ მოითხოვეს ზინოვკინასთვის შესაბამისი მკურნალობა, თუმცა პენიტენციურს ამ დრომდე მოთხოვნები არ შეუსრულებია.

საფარი მოუწოდებს პენიტენციურს, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

2025 წლის 12 ნოემბერს და 24 ნოემბერს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განმეორებით მიმართა “საფარმა” ოფიციალური განცხადებით ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. განცხადებით მოვითხოვეთ:

▪️ ანასტასია ზინოვკინასთვის სრული, კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება, მათ შორის: — აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენი, ნევროლოგიური და სხვა კვლევები); — ლაბორატორიული კვლევები; — შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციები; ▪️ გამოკვლევების ჩატარება შესაბამისი სამოქალაქო კლინიკის პირობებში ან, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, #18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში; ▪️ ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების სრული და უწყვეტი შესრულება და რეალური სამკურნალო პროცესის დაწყება, მათ შორის, აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა. დღემდე სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია და არც დაყენებული მოთხოვნები შესრულებულა, მიუხედავად იმისა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდება.

ეს ვითარება ქმნის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა"- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს.

მისი დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ხერხემლის პრობლემები აქვს. რთულ მდგომარეობასთან ერთად, ის არაადამიანურ და ცინიკურ მოპყრობაზეც ლაპარაკობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი