16:23 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 19:27:48, 9229 ნახვა

სამართალი
დარახველიძე - არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში.

 როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, გაკეთდა განცხადება კონკრეტულ საკითხთან მიმართებითი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ BBC-ის სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

„როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ფეიერვერკების წვიმას, ადამიანები და პოლიციები შავდებიან აქციის „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში, პოლიციას არათუ უფლება, არამედ აქვს ვალდებულება გამოიყენოს კანოთ გათვალისწინებული ის სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული.

რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ვიმეორებ, შემთხვევა იყოს ის, რომ ყველა ხედავდა, 2024 წლის წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, 171 პოლიციელია დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით, 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი და ეს თუ იყო მშვიდობიანი აქცია და თქვენ თუ ამ „მშვიდობიან“ აქციაში მონაწილეობდით, ჩემთვის ძალიან გასაოცარია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რუსეთი: ბირთვული შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემა Орешник საბრძოლო მდგომარეობაში შევიდა
ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ვენესუელას დიდ ობიექტებს დაარტყა, არ აზუსტებს დეტალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი