|
2023-07-13 20:12:51, 32928 ნახვა
ციტატები
ლევან ხაბეიშვილი - სრული სისულელეა რაიმე თანამდებობებზე მსჯელობაც კი, მითუმეტეს პრემიერ მინსიტრობის კანდიდატურაზე ყველა ასეთი თემა არის სპეკულაცია და ტყუილი
„სრული სისულელეა რაიმე თანამდებობებზე მსჯელობაც კი. ასეთი სისულელე თავში აზრად არ მოუვა არავის ამ პირობებში, რომ თურმე რაღაც გარკვეულ თანამდებობაზე იყოს საუბარი. სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერ მინისტრობაზე საუბარი, ან კანდიდატზე ან მსგავს რამეებზე და რატომ?! ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ, ამიტომ ყველა ასეთი თემა არის მოგონილი, ყურით მოტანილი, ჭორი და ტყუილი. ამაზე მსჯელობა არც ყოფილა, დღეს ვინმემ რაიმე თანამდებობაზე და კანდიდატებზე ისაუბროს, როცა რუსული პარტია ქვეყნის გარუსებას აპირებს, სიგიჟეა და ტყუილია, რომ რამე მსჯელობა არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თქვა, რომ არის მხოლოდ თანამშრომლობა და არავის უხსენებია პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და დანარჩენი მხოლოდ არის სპეკულაციები, ტყუილი. რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციას, ცხადია ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ, გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს, ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე, გეგმების და მიზნების განსაზღვრას და თანამშრომლობას. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, რომელიც ეხება რუსი ოლიგარქის დამარცხების გეგმებს და სტრატეგიას და არა, არავითარ შემთხვევაში რაიმე თანამდებობებს. "ნაციონალური მოძრაობა" ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი აგურის დადება შეუძლია და ამ ბრძოლაში პარტიის პლატფორმის გამოყენებას ვთავაზობთ ყველას, ვისაც თავი წარმოუდგენია პროქართველ, პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსად. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან სათანამშრომლოდ. - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძის პრემიერ მინისტრობის შესაძლო კანდიდატურაზე
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)