|
2025-12-15 12:45:46, 7509 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასმართლო პროცესი, რომელიც ხვალ, 16 დეკემბერს უნდა გამართულიყო, 12 თებერვლამდე გადაიდო. ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, სხდომის გადადება ბრალდების მხარემ მოითხოვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურას დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება. "გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე, გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა. [...]
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)