02:01 - 28 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-26 14:05:41, 9742 ნახვა

სხვადასხვა
საფრანგეთში ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ფრანგული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის საერთაშორისო რეისისთვის თვითმფრინავში ასვლას აპირებდა. მეორე კი მალევე დააკავეს პარიზის გარეუბანში.

გამოცემა „პარიზიენის“ ცნობით, მამაკაცები პარიზის გარეუბან სენ-სენ-დენიდან იყვნენ. როგორც ამბობენ, ისინი პოლიციის ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცნენ.

მათი ვინაობა ამჟამად უცნობია და ხელისუფლებამ შესაძლოა 96 საათის განმავლობაში დაკითხოს ისინი.

ლუვრის ძარცვა გასულ კვირას მოხდა - მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი მუზეუმიდან დღისით 88 მილიონი ევროს (100 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ისტორიული საგანძური მოიპარეს.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლები „ჩავარდა“, რამაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბედული ძარცვის შემდეგ, ლუვრში შენახული სამკაულების ნაწილი გადაიტანეს.

გასულ კვირას ქურდებმა მუზეუმიდან უნიკალური ექსპონატების მოსაპარად მინის საჭრელები და ლიფტი გამოიყენეს და სკუტერებით გაიქცნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი