|
2025-12-29 23:14:36, 5421 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის პრესმდივნის, ლივიტის თქმით, საუბარი „პოზიტიური“ იყო. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, უშაკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა პუტინს ზელენსკისთან მოლაპარაკებების შედეგები მიაწოდეს. უშაკოვის თქმით, ტრამპი „შოკირებული და აღშფოთებული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობით“. მან განაცხადა, რომ თავდასხმა „გავლენას მოახდენს ზელენსკისთან მუშაობისადმი ამერიკული მიდგომის საკითხზე“. თავის მხრივ, რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „აპირებს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას მშვიდობის მისაღწევად“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ მის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის გათვალისწინებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სერგეი ლავროვის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. თავდაცვის უწყების ბოლო საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ნოვგოროდში ღამით საჰაერო სისტემებით 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ლავროვი კი ამტკიცებდა, რომ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინელებმა შეტევის მიტანა 91 დრონით სცადეს და ყველა გაანადგურეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის რეგიონში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე მასშტაბური თავდასხმის განხორციელება სცადეს დრონების გამოყენებით. მან განაცხადა, რომ დარტყმაში 91 დრონი გამოიყენეს. „ყველა [უკრაინული] უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის ან უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა (ციტირებულია TASS-ის მიერ).
2025 წელი - პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)