11:16 - 24 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-13 19:59:10, 12277 ნახვა

პოლიტიკა
SJC: შეკრების თავისუფლების შემზღუდავი კანონი ავიწროებს მშვიდობიან შეკრებას, არაკონსტიტუციურია

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, შეკრება-მანიფესტაციის კანონში ქართული ოცნების მიერ შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მისი მიზანია, გააუქმოს ყველანაირი შეკრება.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ავტოკრატიზაციის დაჩქარებულ გზაზე მყოფ საქართველოში სამართალი აღარ ემსახურება თავის მორალურ ფუნქციას.

"2025 წლის 8 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება დააინიცირა, რომელიც რამდენიმე დღეში დაჩქარებული წესით განიხილა და 12 დეკემბერს უკვე ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ავიწროებს მშვიდობიანი შეკრების დასაშვებ ფარგლებს, ჩვენი შეფასებით, არაკონსტიტუციურია და გაუმართლებლად ერევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში.

შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა, შეფერხების თვითმიზნურობის მიუხედავად, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, საფეხმავლო მოძრაობის შეფერხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია შესაძლებელი, როდესაც ეს შეკრებილების რაოდენობიდან გამომდინარე ბუნებრივად ხდება.

სამართლის უზენაესობის თითქმის თითოეული მინიმალური მოთხოვნის დარღვევა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ სამართალი ავტოკრატიზაციის დაჩქარებულ გზაზე მყოფ საქართველოში მხოლოდ ძალის გამოყენების ხელოვნური ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია და აღარ ემსახურება მის თავდაპირველ მორალურ ფუნქციას - სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების თვითნებურად, მიკერძოებულად გამოყენებისგან დაიცვას მოქალაქეები (და არა პირიქით). ამ პრინციპების სისტემური, მიზანმიმართული და არაკეთილსინდისიერი დარღვევა ძირს უთხრის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებულ ყოველგვარ ნდობასა და შეთანხმებას." - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის სამხრეთით საგზაო პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ორი პოლიციელი დაიღუპა
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
კახეთში ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და მისი მოკვლით იმუქრებოდა
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი