23:57 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 21:13:56, 1154 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: თბილისმა „მაღალი და არაკონკურენტული“ ტარიფი დაასახელა აზერბაიჯანიდან ტრანზიტისთვის

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის თავდაპირველი ფასი, რაც საქართველომ დაასახელა, მიიჩნიეს, რომ არის „შედარებით მაღალი“ და „არაკონკურენტული“, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დღეს, 25 დეკემბერს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში დაადასტურა, რომ საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანზიტისათვის „მაღალი“ და „არაკონკურენტული“ ფასი დაასახელა.

„ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის კომპანია, მეორე მხარეს კი მარცვლეულის ან ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. ბუნებრივია, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება და იპოვონ საუკეთესო ვარიანტი“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა მის კომპეტენციაში არ შედის.

მანამდე, 18 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა: „თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“.

მინისტრმა პაპოიანმა ფაშინიანის ნათქვამი ასე განმარტა:

„ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი დროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად“.

მისი თქმით, სომხეთის საზღვრამდე აზერბაიჯანიდან რკინიგზით მივა ტვირთი, ხოლო შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე - „მულტიმოდალურად“, - სატვირთო მანქანებითა და შემდეგ რკინიგზით გადაიტანენ.

18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.

მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.

აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა;




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სერიოზულად ამბობს, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი